LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევი ლიკვიდირებულია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

102

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორი ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

სპეციალური ბრიფინგში ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი, რომელიც დონბასის ვეტერანი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრია, დარწმუნებული იყო, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სწორედ ახმედ ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა.

ჩატაევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ბინას, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები