LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

88

თბილისში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილმა, ახმედ ჩატაევმა, თავი აიფეთქა – სპეცოპერაციის ახალი დეტალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, დნმ-ის, ასევე თითის ანაბეჭდებით და დაქტილოსკოპიური კვლევით, დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთ ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან,“ – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები