LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

119

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მთაზე მოძრავი სავტვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც შეშით დატვირთული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევიდან ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები