LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკვანი, კალათი და ჰამაკი ჩვილებისთვის – სად სძინავთ პატარებს მსოფლიოს გარშემო?

862

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვილებს განსხვავებული საწოლები აქვთ. ზოგიერთ მათგანშ ეს ტრადიციებთანაა დაკავშირებული, ზოგში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ზოგში კი ბავშვის უსაფრთხოებასთან. პირველ რიგში განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ეს უკანასკნელი დგას.

ბრიტანეტში ახალდაბადებულ ჩვილებს ძირითადად ე.წ. მოსეს კალათაში ათავსებენ, როგორც წესი, მშობლების საწოლთან დედის მხარეს

მოსეს კალათს თავისი უპირატესობები აქვს, გარდა იმისა, რომ ის კომფორტული და უსაფრთხოა, მარტივია მისი ტარება ოთახიდან ოთახში.

არ აქვს მნიშვნელობა სად მიდიან მშობლები, მათ შეუძლიათ თავიანთი პატარა საწოლითურთ გვერდით ჰყავდეთ. დამატებით, ეს საწოლი საკმაოდ მოსახერხებელია ტრანსპორტში და მოგზაურობისას.

 

იაპონიაში ჩვილებს, მშობლებთან ერთად სძინავთ, ბამბუკის ჩალის საგებზე ან ფუტნებზე (იაპონური ძირს გასაშლელი მატრასი)

პედიატრები, მშობლების საწოლში ბავშვების დაძინების რეკომენდაციას არ გასცემენ, რადგან ამერიკელი ექიმების მტკიცებით, ეს ჩვილების სიკვდილიანობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

ამის მიუხედავად, იაპონიაში ჩვილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

იაპონელი მშობლები ბავშვებთან საწოლს იზიარებენ, რადგან ეს განიხილება ბავშვთან მჭიდრო კავშირის ერთერთ შესაძლებლობად, მათი მოთხოვნილებების (ძირითადად შიმშილის) სწრაფად დაკმაყოფილების შესაძლებლობად და ტემპერატურის კონტროლის უფრო მარტივ მექანიზმად.

 

ინდოეთში ბავშვებს “დედის ჰამაკში” სძინავთ, რომელიც მშობლის თავშალისგან კეთდება.

ასეთი საწოლი ინდოეთის სამხრეთ ნაწილშია პოპულარული. “ჰამაკები” რეგიონის ბავშვებისვის ძალიან კომფორტულად ითვლება.

ბავშვები ასეთ დროს დედასთან ახლოს არიან, მის სუნს შეიგრძნობენ და თავს მშვიდად გრძნობენ. ჰამაკები ასევე მშობლებს აძლევს საშუალება გადაადგილდნენ ნებისმიერ ადგილას და თან ბავშვი დააძინონ.

 

ფინეთში, სადაც მსოფლიოში ბავშვების ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია, ჩვილებს მუყაოს ყუთებში სძინავთ.

არ არსებობს მშობელი ფინეთში, რომელიც ამ მუყაოს ყუთს არ იყენებს. ამ ყუთებს, ახალ დედებს ჰოსპიტალში ურიგებენ, სხვა საჭირო ნივთებთან ერთად. ყუთში რომელსაც მშობლებს საავადმყოფოდან გაწერისას ატანენ, 64 ნივთი დევს, მათ შორის გენდერულად ნეიტრალური ტანსაცმელი, საფენები, სათამაშოები და საინფორმაციო ბუკლეტები მშობლებისთვის.

მას შემდეგ, რაც ყუთს ამოალაგებენ, ის ბავშვის საწოლი ხდება.

ფილიპინებში, ბავშვის დასაძინებლად ნაქსოვ აკვანს იყენებენ

ფილიპინურ კულტურაში ფართოდ გამოიყენება დიუანი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, დარწევის დროს მსუბუქად და კომფორტულად იმყოფებოდნენ საოცნებო სამყაროში. დაძინების შემდეგ, ჩვილები ტრადიციულ ხელნაკეთ საძილე საწოლში გადაჰყავთ, რომელიც ღამის ძილისთვის გამოიყენება.

გერმანიაში, პატარებს ბორბლიან საწოლში სძინავთ, რომლებსაც, დაცული მხოლოდ სამი მხარე აქვს, მეოთხეთი კი უფროსების საწოლზე მაგრდება, ძირითადად, დედის მხარეს.

beistellbett, ( ითარგმნება როგორც მისადგმელი საწოლი) ეხმარება ბავშვებს, კომფორტულად იგრძნონ თავი საკუთარ სივრცეში და თან მშობლებთან ერთად იყვნენ. გარდა ამისა, დედებს ღამის კვებისთვის არ უწევთ საწოლიდან ადგომა და არც ბავშვების საწოლიდან ამოყვანა, რაც პირველ თვეებში საკმაოდ დიდი კომფორტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები