LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალაჰისთვის” – შვედური რადიოს ეთერში ტერორისტებმა პროპაგანდული სიმღერა გაუშვეს

106

შვედეთის რადიოსადგურ Mix Megapol-ის ეთერში,  ნახევარი საათის განმავლობაში ათასობით ადამიანი  ტერორისტების ჰიტს The Sake Of Allah(ალაჰისთვის) ისმენდა, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ  მათ რიგებს შეერთებოდნენ. სიმღერა  რადიოეთერში 10-ჯერ გამეორდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. როგორ მოახერხა  „ისლამურმა სახელმწიფომ“   პროპაგანდული სიმღერის გაშვება , ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ინციდენტს პოლიცია და ტელეკომუნიკაციების ნაციონალური სააგენტო იძიებს. თუმცა, თავად რადიო Mix Megapol-ის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ტერორისტებმა რადიოსიხშირე პირატული გადამცემის დახმარებით ჩაიგდეს ხელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები