LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალავიძის მინისტრობის პერიოდში სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე პროკურატურას კითხვები აქვს – მაია ცქიტიშვილი

93

ზურაბ ალავიძის მინისტრობის პერიოდში სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მასალები სამინისტრომ საგამოძიებო უწყებაში მათივე მოთხოვნის შემდეგ უკვე გადააგზავნა.

“ყველა კითხვაზე გამოძიების პროცესში იქნება პასუხი გაცემული. გზების დეპარტამენტში მოვიდა პროკურატურიდან მოთხოვნა მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს მასალები მივაწოდეთ. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით იყო საუბარი,” – განაცხადა ცქიტიშვილმა.