LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვიის შტაბმა პოლიციას მიმართა

48

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, შტაბის ხელმძღვანელმა, ივანე ნორაკიძემ, სამგორის პოლიციაში განცხადება შეიტანა.

საქმე ეხება 2017 წლის 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩანს, თუ როგორ ითხოვენ ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერას სხვადასხვა სიმბოლოიან მაისურებში გამოწყობილები.

ნორაკიძე განმარტავს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არცერთ პარტიასთან და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, საქმე დროულად გამოიძიონ.

გუშინ დაფიქსირდა საარჩევნო მანიპულაციის ფაქტი. ჯერ ჩვენთვის დაუდგენელი უცნობი პირებისხვადასხვა სიმბოლოიანი მაისურებით დადიოდნენ ქალაქში, მოქალაქეებს ეცნობოდნენ, როგორც ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები და იწერდნენ მათ პერსონალურ მონაცემებსთითქოს ბლანკს ავსებდნენ.

“ალექსანდრე ელისაშვილის მხარდასაჭერა სინამდვილეში ეს ხელმოწერები ჩვენამდე არ მოდიოდა. არ ვთანამშრომლობთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ამით ირღვევა ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება, როგორიცაა ადამიანის საარჩევნო ხმის უფლება, სისხლის სამართლის კოდექსის 162- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები