LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს საჯარო დებატებში იწვევს

59

„კახა კალაძეს ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში,“ – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, გაიგოს თბილისის მერობის კანდიდატებისგან როგორ უნდა გადაიჭრას დედაქალაქში არსებული პრობლემები.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად გვიკავშირდებიან სხვადასხვა მედიასაშუალებიდან და გვეკითხებოდნენ, მზად ვიყავი თუ არა, „ქართულ ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან, დებატებში მიმეღო მონაწილეობა. ყოველ ჯერზე ჩვენ მზაობას ვადასტურებდით, მაგრამ ყოველთვის ეს შეთანხმება იშლებოდა, არ ვიცი, რატომ. შესაბამისად, მე გადავწყვიტე, ყოველგვარი შუამავლების და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მივმართო „ქართულო ოცნების“ შტაბს და ჩემს კონკურენტ კახა კალაძეს: მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში მე ვარ მზად, დავჯდე მასთან დებატებში, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ იყურებოდნენ, არამედ საუბრობდნენ იმის შესახებ, რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს, როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლითაც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, რა ვუყოთ ამ შემცირებულ გამწვანებას და მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე მზად ვარ, დებატების დროს დავასაბუთო, როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი თბილისს საშინელი პრობლემებისგან,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.