LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს

60

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში, ხოლო პროკურატურას მათთვის ხელი დაფარებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა ყაზბეგის #22-თან გააკეთა.

“ზუსტად 1 წლის წინ მოჭრეს 45 საღსალამათი ხე და პროკურატურამ 1 წელია, ვითომ ვერ გამოიძია ეს საქმე. ფაქტია, რომ პროკურატურა ხელს აფარებს მერიის კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ფული აიღეს საღსალამათი ხეების ხმელად გასაღებაში და მათი მოჭრის ნებართვის გაცემაში. რაც უნდა წინასაარჩევნოდ “სელფებს” იღებდნენ და ყვებოდნენ, როგორ უყვართ რეკრეაციული ზონები, ესაა მათი რეალური სახე. ნუ კეკლუცობს “ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი, ვითომ ახლა აღმოაჩინა რაღაცები და საოცარი პარკების გაშენებას აპირებს,”  – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები