LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებაზე უარს ამბობს

38

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე, რომ პარტია ელისაშვილს ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმარება, უარს ამბობს.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მან ხელისუფლებას და ცესკოს უნდა დაუმტკიცოს, „რა ძალა აქვს ხალხს“ და როგორ შეუძლია მას „ხალხთან ერთად ნებისმიერი საარჩევნო ხრიკის წყალში ჩაყრა“.

ელისაშვილის თქმით, დღეს ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვდა.

ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები