LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები

74

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა თქო-შოუ “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

“მინდა ძალიან ადამიანურად, მოქალაქეობრივად მივმართო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაადასტუროს ან უარყოს, წავაკითხე თუ არა ის მესიჯები, გავაცანი თუ არა ჩემი ეჭვები ამ მესიჯების კონტექსტთან დაკავშირებით და შემდეგ სხვა დანარჩენი ვუთხარი თუ არა. უბრალოდ ადამიანურად და მოქალაქეობრივად ვთხოვ. თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ, კი ბატონო, თქვას პრეზიდენტმა, რადგან ის ამ საქმეში მიუკერძოებელია. მაშინ მეც ვიტყვი, რომ მატუარა ვარ, დავიხურავ ქუდს და ქვეყნიდან წვალ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.

კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში ეს-ემ-ესები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. “ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების ეს-ემ-ესები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი ეს-ემ-ესები”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები