LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე გარკვეული ფინანსები იხარჯება – ნინო ლომჯარია

53

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, თბილისოს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, საწინააღმდეგოდ გარკვეული ფინანსები იხარჯება, რაც დეკლარირებული არ არის.

ლომჯარიას თქმით, ელისაშვილის საწინააღმდეგო კამპანია facebook-გვერდების საშუალების მიმდინარეობს და ამის თაობაზე აუდიტის სამსახურს ინფორმაცია თავად ალექსანდრე ელისაშვილმა მიაწოდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას  facebook-გვერდების უკან, რომლითაც აგიტაციული შინაარსის მასალის დასპონსორება ხდება.

ლომჯარიას განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლებს.

აუდიტის სამსახურში, ასევე, შესულია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მიკროავტობუსებზე “ქართული ოცნების” სარეკლამო პოსტერების 2016 წლის არჩევნების პერიოდიდან არსებობის შესახებ.