ალეკო ელისაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვის პროგრამა წარუდგინა

106

“გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემები ის უმნიშვნელოვანიესი საკითხებია, რაც დედაქალაქს დღეს აქვს,” – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამ წუთებში ყაზბეგის გამზირზე გარემოს დაცვის პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.  ალეკო ელისაშვილის თქმით თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა.

„პირველ რიგში ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. ქალაქს აქვს რესურსი რომ გაოთხმაგდეს მწვანე ტერიტორიები. ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელი ბაღი დღევანდელ ლოკაციად შეირჩა იმიტომ, რომ ამ ტერიტორიის მიტაცებაც უნდათ. ეს ერთ-ერთი შემორჩენილი კუნძულია საბურთალოზე, რომელიც მოსახლეობასთან ერთად კბილებით გვიჭირავს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის მერობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები