LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილმა საკუთარი გუნდი წარადგინა

201

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო გუნდის ნაწილი წარადგინა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მან წარადგინა გუნდი, რომელთან ერთადაც რეალურად უნდა გადაარჩინოს ქალაქი, რათა თბილისი გახდეს “საცხოვრებლად ვარგისი სივრცე”.

ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები არიან დავით ნიკოლაიშვილი – წამყვანი ურბანისტი; ვატო სურგულაძე – ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი; დევი ტაბიძე – მედიცინის აკადემიური პროფესორი; ნატო კირვალიძე – გარემოს დამცველი; სანდრო სარალიძე – არქიტექტორი; ნინო კორძახია – არქიტექტორ-რესტავრატორი; ნინო ოქრუაშვილი – სამუზეუმო მენეჯმენტის სპეციალისტი; ირაკლი ჯუღელი – იურისტი; ივანე ნორაკიძე-იურისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები