LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეპოდან ამბოხებულების ევაკუაცია დაიწყო, მოსახლეობა კი კვლავ ქალაქში რჩება

131

ალეპოდან შეიარაღებული ამბოხებულების ევაკუაცია დაიწყო, ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის სახელისუფლებო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ევაკუაცია ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა ჩაიშალა და ქალაქში შეტაკებები განახლდა.

ამბოხებულებს 20 ავტობუსით და 10 სასწრაფო დახმარების ბრიგადების მანქანით გაიყვანენ, სპეციალურად მოწყობილი კორიდორით ისინი  ქალაქ იდლიბში ჩავლენ.

უფრო ადრე კი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც შეიმუშავეს, თუმცა ხალხის გაყვანა, ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა მათ დაჭრილების გაყვანის თხოვნით მიმართეს. საუბარი დაჭრილ მეომრებს ეხება თუ დაშავებულ მოსახლეობას, ამ დრომდე კომენტარს არავინ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები