LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეპოდან მოსახლეობა გაჰყავთ – “გავა წლები და ჩემი ქალიშვილი ალეპოში დაბრუნდება”

105

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დღის პირველ ნახევარში ქალაქიდან დაიწყო შეიარაღებული ამბოხებულების გაყვანა, შემდეგ კი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე,რომელთა შორის ძალიან ბევრი ბავშვია, ომის ერთი ზონიდან მეორეში წაიყვანეს.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში გადაიყვანენ, რომელიც, სავარაუდოდ, სამთავრობო ძალების შემდეგი შეტევის ობიექტი იქნება. იდლიბში გაემგზავრნენ შეიარაღებული ამბოხებულებიც.

სანამ მსოფლიოს ყურადღება ალეპოსკენ იყო მიმართული, სამთავრობო ძალებმა იდლიბზე არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ათობით ადამიანი გარდაიცვალა გასული კვირების მანძილზე.

 

სასტიკი არჩევანი ოჯახებისთვის

ალეპოში დარჩენასა და იდლიბში წასვლას შორის არჩევანი ქალაქის სხვა მცხოვრებლების მსგავსად, ძალიან მძიმე აღმოჩნდა აბდულკაფი ალ-ჰამდოსთვის, ინგლისურის მასწავლებელს 9 თვის ქალიშვილი ჰყავს.

„ვფიქრობ, უნდა წავიდე. წარმომიდგენია, რა მოხდება, რომ არ წავიდეთ,“ – განაცხადა ალ-ჰამდომ.

ინგლისურის მასწავლებელს იმედი აქვს, რომ გავა წლები და მისი ქალიშვილი დაბრუნდება ალეპოში, იმ დროისთვის “ახალგაზრდა გოგონას ეცოდინება, რა არის თავისუფლება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები