LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეპოში მდებარე ირანულ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოცი ირანელი სამხედრო დაიღუპა

33

სირიის ქალაქ ალეპოში მდებარე ირანულ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოცი ირანელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ტელეარხი CNN Turk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია ირანის ბაზაზე, რომელიც ალეპოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე სამხედრო ბაზის თავზე დაუდგენელი წარმოშობის თვითმფრინავები შენიშნეს. ,ასევე არ გამორიცხავენ სარაკეტო დარტყმის ვერსიას.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიაზე დარტყმებს მიიტანდნენ, ამ ბაზიდან ევაკუირებული იყო ცოცხალი ძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები