LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს რომანტიკული ვახშამი მოუწყო

83

მას შემდეგ, რაც Met Gala-ზე ჯენიფერ ლოპესმა ოფიციალურად წარადგინა თავისი ბოიფრენდი, თაყვანისმცემლები დარწმუნდნენ, რომ მათ შორის სერიოზული ურთიერთობაა.

პაპარაცებმა ჯენიფერი და ალექს როდრიგესი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. სპორტსმენმა გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის რომანტიკული ვახშამი მოეწყო. ვარსკვლავები ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და ბევრს იცინოდნენ.

სპეციალურად საღამოსთვის ლოპესმა ღია ფერის პალტო შეარჩია, რომელზეც გაზაფხულის პეიზაჟი იყო ამოქარგული. ვარსკვლავმა მას ამავე ფერის ფეხსაცმელი და ჩანთა შეურჩია.

ლოპესი და როდრიგესი ერთმანეთს დაახლოებით ორი თვეა ხვდებიან. ჯენიფერმა საყვარელი მამაკაცი საკუთარი ოჯახის წევრებს და ყოფილ მეუღლეს, მარკ ენტონისაც კი გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები