LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესთან პაემნისთვის ჯენიფერ ლოპესმა გამჭვირვალე კაბა ჩაიცვა

151

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი მაიამიში იმყოფებიან. პაპარაცებმა მომღერალი პრესტიჟულ რესტორანთან დააფიქსირეს, რომელმაც ყურადღება თავისი ჩაცმულობით მიიპყრო: ხაკისფერი Balmain-ის ტანსაცმელი ზედმეტი თამამი ჭრილების გარეშე იყო, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა – გამჭვირვალობა იყო, საიდანაც კარგად ჩანდა, რომ მისი სხეული კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ის საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ალექსმა და ჯენიფერმა ერთმანეთის ოჯახებიც გაიცნეს, ხოლო ფოტოებიდან გამოჩნდა, რომ მათი ქალიშვილები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები