LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა

99

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა. ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, დეკემბერში პრეზიდიუმის სხდომაზე ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები აირჩიეს და მათ შორის ერთ-ერთი იყო ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მიმართულებით იმუშავებს.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი მოჭიდავეა და მას საკმაოდ ფართო შეხება აქვს სპორტის აღნიშნულ სახეობასთან.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ვიცეპრეზიდენტები შრომით ანაზღაურებას არ იღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები