LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა მის შემცვლელს რჩევებს აძლევს

90

“ახალ მინისტრს მთავარ გამოწვევად ვუტოვებ სოფლისა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, განაცხადა.

როგორც მან თქვა, მეორე გამოწვევა იქნება პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მცირე პროცენტი.

ჯეჯელავა ახალ მინისტრს რჩევასაც აძლევს და ამბობს, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე.

მან იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელიც მის მინისტრობას უკავშირდება.

“პროფესიული განათლების განვითარებას, მასწავლებლის სქემის ცვლილებას, ჯანსაღი ცხოვრების ცვლილებას, სკოლებში განვითარებას გამოვყოფდი, როგორც პოზიტიურს,” – განაცხადა ჯეჯელავამ.