LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება

63

ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გავიცანი, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. რასაც მოველოდი ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გავიცანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ხალხის ინტერესი, ისევე როგორც ყველა სხვა სტუდენტის ინტერესი არის, რომ უმაღლესი განათლების სისტემა განვითარდეს, წინ წავიდეს. ხედვებში რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ზოგს ჰგონია, რომ საუკეთესო მეთოდი ასეთია, ზოგს გონია ცოტა განსხვავებული. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტექნიკურად ამ ხედვებში ძალიან ბევრი საერთოა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა აპირებს, რომ სხვადასხვა თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის პირველი შედეგები ძალიან მალე იქნება სახეზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მინისტრი პრობლემის მარტივად და სწრაფად მოსაგვარებლად მზად არის.

„მარტივი მოგვარება გულისხმობს, რომ საერთო მიზნები და ხედვები, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეიძლება გააჩნდეს, უნდა შეთანხმდეს და რეალური განვითარებისა და წინსვლისკენ უნდა ვიმსჯელოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც უნივერსიტეტების, ისე კონკრეტული სტრუქტურის სამომავლო პერსპექტივებში. დანარჩენი ყველაფერი ორი მხრის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად სურს მოლაპარაკება“, – განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

სამინისტროში ალექსანდრე ჯეჯელავასთან გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს, 19:00 საათზე, ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ში „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები