LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა : სტუდენტების გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ მეგობრებს სწავლაში, დანაშაულია

41

„აუდიტორია 115“-ის მცდელობას, „ხელი შეუშალონ მეგობრებს სწავლაში“, განათლების მინისტრი დანაშაულად აფასებს. მან სტუდენტებს მოუწოდა, პროტესტით სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალონ.

”საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 ათასის უყურადღებოდ დავტოვოთ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და საკანონმდებლო თვალსაზრისით ისეთი ვარიანტები გვექნება, რომელიც უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, როგორი ორგანიზება გაუკეთოს შიდა თემებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„აუდიტორია 115“ თვითმმართველობის არსებული მოდელისა და თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესის შემოღებას და საფაკულტეტო საბჭოს არჩევნების ამის შემდეგ ჩატარებას, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარის კონსტიტუციაში განსაზღვრასა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები