LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

81

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.

როგორც მექვაბიშვილის ინტერესების დამცველმა, მარინა ფილაურმა, განაცხადა, საპროცესო შეთანხმება თავად დაზარალებულთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები