LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევის თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვევა, პასუხისმგებლობა სომხეთს დაეკისრება

25

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა, ინფორმაციას ილჰამ ალიევის პრესსამსახურზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო trend.az ავრცელებს.

საუბრისას პუტინმა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით კი, აზერბაიჯანმა პირველივე დღეს განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე საომარ ოპერაციებს აგრძელებდა. ალიევმა პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგენილია და თუ დაირღვევა, პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს დაეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები