LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბენდერი ხელჩაკიდებულები პირველად გამოჩნდნენ  (ფოტო)

364

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი, მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 29 წლის ვიკანდერი და 40 წლის ფასბენდერი სან-პაულოს აეროპორტში პაპარაცებმა გადაიღეს. ჰაეროვან ჭრელ კაბაში გამოწყობილმა ოსკაროსანმა ვიკანდერმა აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა. ჰოლივუდში მიიჩნევენ, რომ ვიკანდერი-ფასბენდერის წყვილი ერთ-ერთი ყველაზე ცივი და აკადემიურია. ახალდაქორწინებულებმა ამჯერად ეს იმიჯი დაამსხვრიეს და უჩვეულოდ რომანტიკულად იქცეოდნენ. მსახიობებმა ცნობისმოყვარე პაპარაცებსა და გულშემატკივრებს   ხელჩაკიდებულებმა ჩაუარეს.

ბრაზილიაში მეუღლეები ფესტივალზე Comic Con დასასწრებად ჩავიდნენ. ფესტივალის ფარგლებში ალისია ვიკანდერი თავის ახალ ფილმს, Tomb Raider წარადგენს, სადაც ლარა კროფტის როლში გვევლინება. ფილმი ეკრანებზე 2018 წლის მარტში გამოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები