LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა და რეკლამირება შესაძლოა შეიზღუდოს

156

თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირებაც შეიზღუდება. როგორც სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი” წერს, შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები. ალკოჰოლის მოხმარება კი შესაძლოა, აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში.

ინიციატივის ავტორების თქმით, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები