LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ALL STAR წესებს ცვლის: გაიზრდება თუ არა ზაზა ფაჩულიას შანსი

35

NBA ყველა ვარსკვლავთა მატჩის მონაწილეებისათვის ხმის მიცემის წესებს ცვლის. ამიერიდან ALL STAR-ის მონაწილეების გამოვლენაში გულშემატკივრებთან ერთად მონაწილეობას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები და ჟურნალისტებიც მიიღებენ. გულშემატკივრებს ხმათა 50% ერგებათ, კალათბურთელებს და სპორტულ ჟურნალისტებს კი 25-25.

NBA-ში ფანების მიერ All Star-ის სტარტერების არჩევის წესი 1974-75 წლების სეზონიდან მოქმედებდა. ხმის მიცემა 25 დეკემბრიდან დაიწყება, გულშემატკივარს საშუალება ექნება 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს და ხმის მისაცემად გამოიყენოს nba-ს აპლიკაცია, ფეისბუკი, ტვიტერი და გუგლი.

2017 წლის ყველა ვარსკვლავთა შეხვედრა 19 თებერვალს, ახალ ორლეანში შედგება.

შეგახსენებთ, ბოლო ოლ სტარში მონაწილეობაზე სულ ცოტა დააკლდა ჩვენს ზაზა ფაჩულიას, რომელიც მაშინ „დალასში“ გამოდიოდა. ახალი წესების ამოქმედებით შესაძლოა მისი და მსგავსი მოთამაშეების შანსი გაიზარდოს კიდეც, რადგან გულშემატკივართა ხმებს სპეციალისტების შეხედულებაც და ამან იქნებ გადაწონოს კიდეც ზაზასნაირების სასარგებლოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები