LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუჩა, როგორც ოქრო: 1 კგ 1052 ლარი ღირს

829

აზერბაიჯანში ალუჩას ოქროს ფასი აქვს. როგორც ადგილობრივი გამოცემა Oxu.Az Ölkə.аz იუწყება, ბაქოში ეს ხილი საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. დედაქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ალუჩას კოსმიური ფასი ადევს.

როგორც გამოცემა წერს, Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩა 720 აზერბაიჯანულ მანათად იყიდება. ეს თანხა ქართულ ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 1052 ლარი გამოდის.

მიუხედავად არსებული მაღალი ფასისა, აზერბაიჯანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაქოში ალუჩის მყიდველი საკმაოდ ბევრია. პროდუქტზე მოთხოვნა, ძირითადად, ორსული ქალების მხრიდან არსებობს. ისინი და მათი ოჯახის წევრები მზად არიან სასურველ ხილში ნებისმიერი თანხა გადაიხადონ.

ცნობისთვის, ხილზე განსაკუთრებულად მაღალი ფასების პრეცედენტები სხვა ქვეყნებში შეინიშნება. მაგალითად, იაპონიაში მოჰყავთ ყურძნის სახეობა: ლალისებრი რომაული ჯიშის ყურძენი, რომლის ერთი მტევანი 200 დოლარი ღირს. თუმცა, ყოფილა შემთხვევაც, როცა ამ ყურძნის ერთი მტევანი 4000 დოლარადაც გაყიდულა. ამავე ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ღირს ანანასიც, ერთი ცალი – 1600 დოლარი (შედარებისთვის სამხრეთ პორტუგალიაში 1 ევროზე იაფია), იაპონური მანგოს ფასი კი 3 000 დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები