LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუშტა არა, ადლერი; ყირიმი არა, რუსეთი: მოჭიდავეებმა შეცდომა განმარტეს

190

ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს 23 წლამდე ნაკრები გუნდური პირველი ადგილით უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ,,კურიერთან“ განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე გაივლის.

უკრაინული ქალაქი ალუშტა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს. ამას ბუნებრივია უარყოფითი გამოხმაურება მოყვა, ჭიდაობის ფედერაციამ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასანანი შეცდომაა და ქართველები ყირიმში არ ვარჯიშობენ.


საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე არ გადის. ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული. ეროვნული ნაკრების ნაწილი ბორჯომში იმყოფება, ნაწილი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, ადლერში შეკრებაზე იმყოფება, მათ 23 წლამდე ასაკის ნაკრების წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადება სომხეთის ქალაქ წახკაძორში. კარგად დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი პროცესების ერთობლიობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და მოჭიდავეებმა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი მოიპოვეს.

ეს გახლავთ ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური განცხადება.
ჩვენის მხრივ კი შეგახსენებთ, რომ ადლერი შავიზღვისპირა კურორტია, სოჭის რაიონში, აფხაზეთის საზღვრის პირას. სწორედ ადლერში მდებარეობს სოჭის აეროპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები