LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ 40 წლის განმავლობაში წინ მიუძღოდით ერს ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე – რომის პაპი

99

საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მისი აღსაყდრების 40 წლისთავი რომის პაპმა ფრანცისკე მეორემ მიულოცა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქად თქვენი აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით მოხარული ვარ ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს  და მადლობას ვუძღვნი უფალს, რომელმაც უხვად მოგმადლათ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს  პიროვნებას და იმ დიად საქმეებს, რომელსაც 40 წლის განმავლობაში ემსახურებით. ბიბლიის  მიხედვით 40 წელი ის დროა, რომლის განმალობაშიც რჩეული ერი ღმერთმა უდაბნოში ატარა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის განმალვობაში უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძრვოთ თქვენს ერს ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე. ძვირფასო ძმაო, გულში ცოცხლად ვინახავ ხსნოვნას თქვენი ქვეყნის სულიერებისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ მომმადლა წყალობა პირადად გამეცანით და წმინდა ძმური ამბორით გადაგხვეოდით,“ – აღნიშნა რომის პაპმა.

ილია მეორეს აღსაყდრების 40 წელი მიულოცა კონსტანტინე პოლის პატრიარქმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები