LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება – ირაკლი კობახიძ პრეზიდენტობის კანიდადტზე

48

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ინფორმაციით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა.

ეს განცხადება  ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

“კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი წელია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, არც ერთი კანდიდატი არ განიხილება ამ ეტაპზე. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი,” – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კანდიდატი დასახელდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები