LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი – ირაკლი კობახიძე

62

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის გამართლებული არ იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

„ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,“ – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები