LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე შეუძლებელია ტატუნაშვილის გადმოსვენების კონკრეტულ ვადებზე საუბარი – ქეთევან ციხელაშვილი

85

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, ციხელაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს,ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია.

“დღემდე ჩვენ ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება პროგრესი ამ მიმართულებით და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს მალე მოხდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გვაქვს გააქტიურებული, ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვადებზე საუბარი, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ასეთი მობილიზების პირობებში ეს საკითხი მალე იქნება მოგვარებული”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა  P.S-თან საუბრისას.

 

პოპულალურები