LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კაცს ყველა უყვარხართ: ვისაც გწამთ ან არ გწამთ

131

მწერალი ნინო თარხნიშვილი შობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს.

მწერალი ამ დღეს თხილობის ღამეს ეძახის და ყველას ულოცავს მას: ვისაც სწამს და არ სწამს, ან ვისაც სწამს მაგრამ რცხვენია,

“მაშინ მახსენდები ხოლმე, როცა სკამზე ჩამოძინებულ დედას ვუყურებ, როგორ ფეთქავს მისი ძარღვი ყელში და ვიწყებ გულში ლუღლუღს თუ ბუტბუტს, რომ დედა სულ მყავდეს. სულ. ხანდახან მგონია, დედაჩემი უფრო გიყვარს. ჩემზე მეტად გიყვარს, იმიტომ, რომ დედა ჩემზე უკეთესია – დედამ ლოცვა იცის. კარგად არ იცის, მაგრამ მაინც იცის, ჩემზე უკეთ. დედას რომ დედა ჰყავდა, ბებიაჩემი, იმან ასწავლა უცნაური ლოცვა. თავისებური. მთაში რომ იციან, ისეთი.
ახლა თხილს დავტეხ და თხილის ნაჭუჭში გამომწყვდეულ იესოს გავათავისუფლებ. თხილობის ღამეა მთაში. დედამ მასწავლა ესეც.
შობას გილოცავთ, ვისაც გწამთ, ვისაც არ გწამთ, ვისაც გწამთ, მაგრამ გრცხვენიათ, რომ გწამთ. ვისაც ჩუმად გწამთ და პოზაა არ გწამდეთ.
ამ კაცს ყველა უყვარხართ. ბევრ თხილს დავტეხ ამაღამ და ყველას წილ ქრისტეს გამოვუშვებ ნაჭუჭიდან. თუ ვინმე მოისაკლისებთ ქრისტეს, გამაგებინეთ, თხილი ბევრი მაქვს…”,- წერს ნინო თარხნიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები