LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კანონპროექტის მიზანია, რომ პრეზიდენტის ფიგურა იყოს მხოლოდ ბუტაფორიული – გიგი წერეთელი

96

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი უფლების შეზღუდვის საკითხს ეხმაურება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ეკრძალება იმ კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტს უნდა მოუმზადოს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით რეკომენდაციები.

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზანს პრეზიდენტის უფლებამოვალეობების შეზღუდვა წარმოადგენს და მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ პრეზიდენტის ფიგურა იყოს ბუტაფორიული.

„მიზანია, რომ აბსოლუტურად უმოქმედო იყოს, ვერაფერი თვითონ ვერ გადაწყვიტოს და რეალურად პრეზიდენტის ეს ფიგურა ამ მიმართებით იყოს მხოლოდ რაღაც ბუტაფორიული და არ ჰქონდეს არანაირი უფლება. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა შეიძლება ერთი საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს უნდა ჩამოაშორო ყველა უფლება. რეალურად, რა უნდა გადაწყვიტოს, მას წარუდგენენ, რა უნდა გააკეთოს და უბრალოდ იქნება ხელის მომწერი, ალბათ, ამ ხელის მოწერასაც გააუქმებენ,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები