LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კვირის ბოლოს პრეზიდენტი ჩამოყალიბდება, რა იქნება ვეტოს დოკუმენტში – ანა დოლიძე

80

“პრეზიდენტს აქვს 10 სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო. საბოლოო ჯამში, უკვე ამ კვირის ბოლოს უკვე ჩამოყალიბდება პრეზიდენტი, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში,“ – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, განაცხადა, რომელიც “ვენეციის კომისიის” სხდომაში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში გაემგზავრა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა.

“კომისიის განსაკუთრებული სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს თანხმობით და არ დარჩეს ერთპარტიულ დოკუმენტად. შესაბამისად, ეს პლენარული სხდომა, სადაც საბოლოო დასკვნას მიიღებს “ვენეციის კომისია” ცვლილებებზე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მე მაქვს გამოსვლა კომისიის წინაშე, ასევე შეხვედრები კომისიის წევრებთან,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა შედგა. მამუკა მდინარაძის თქმით კი, ორ საკონსტიტუციო საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსი არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივანმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა საინტერესო და კონსტრუქციული იყო. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა, რომ პოზიციები უფრო მეტად იყოს დაახლოებული და გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებსაც განაგრძობს.

 

პოპულალურები