LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ მონაკვეთზე, ტროტუარზე ავტომობილების პარკირება შეწყვეტილია!

236

“მაკდონალდსის და კოსტავას 71-ს შორის მთელ პერიმეტრზე, ტროტუარზე ავტომობილების პარკირება შეწყვეტილია! დავამონტაჟეთ 29 მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი” ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიზო ვასაძე წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.

ამ დრომდე, აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე პარკირებას “სითი პარკის” თანამშრომლები აკონტროლებდნენ, ნაწილზე კი – პარკირებაში დამხმარეები (ე.წ. სტაიანშიკები).

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა დააანონსა. კომპანიის უფლებამოსილებები თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელში 10 აპრილიდან გადავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები