LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ნაბიჯს ვდგამთ არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო – ირაკლი კობახიძე

44

„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა “არჩევანში” საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.

კობახიძე ამბობს, რომ „რეალურად არის ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი, თუმცა საკვანძო საკითხი აქ არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა“.

„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და ეს არის ის, საითკენაც მიდის განხილვები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არის ფუნდამენტური საკვანძო საკითხი და მათ შორის ის, რომ აქ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ჩვენს კომისიაში, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არც არავის წინააღმდეგ არ შევკრებილვართ, პირიქით, გვაქვს სრულიად ჩამოყალიბებული ობიექტური მიზანი, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას კონსტიტუციის ნორმებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ დისკრედიტირება განახორციელოს ამ კომისიის”.

„ძალიან ამბიციური ამოცანა გვაქვს. ჩვენ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ტექსტი კონსტიტუციის, რომელიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები