LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია – სალომე სამადაშვილი

38

„ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრებს ელემენტარული ზრდილობის გრძნობა არ აქვთ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქ არიან შეკრებილები იმისთვის, რომ ჩაფარცხონ ყველა შეკითხვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებასთან ჰქონდეს, რომ არ მოგვცენ ჩვენ შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრებს, გამოვიყენოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დავიცვათ საზოგადოებრივი ინტერესები ამ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეკითხვები, თუ კონკრეტულად რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა და უმრავლესობის წარმომადგენლები ხელს აფარებენ მთავრობის წარმომადგენლებს იმის ნაცვლად, რომ იგივე შეკითხვებს თავად უსვამდნენ,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები