LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ საქმეში მთავარი დამნაშავე სახელმწიფოა, ის ყველას ხელს აფარებს – მალხაზ მაჩალიკაშვილი

31

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.

“ჩვენ ყველამ ვიცით, დღეს რაც ხდება. როგორი უსამართლოება ხდება ამ ქვეყანაში. რა დღეში ყავს ხელისუფლებას ეს ხალხი. როგორც კი ამ ამბის შესახებ გავიგე, მოვედი, ჩვენ ზაზა სარალიძის გვერდით დავდგებით. სანამ ზაზა დაამტკიცებს თავის სიმართლეს, მანამ ვიქნები მის გვერდში. როცა მე წამოვიწყებ, მაშინ ნახოს ამ ხელისუფლებამ რა დღეში იქნებიან. მე დღესდღეობით ვარ სარალიძის გვერდით,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ბრალეულობა ხელისუფლებას მიუძღვის.

“ხელისუფლება ყველა ამ დანაშაულს და დამნაშავეებს ხელს აფარებს. ესენი უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომას. დაშვებული შეცდომის გამოსწორების უნარი კი არ აქვთ. დღეს რასაც აქ ვხედავთ, ესენი არიან ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები. ხელისუფლებას დაკარგული აქვს კაცობაც, ვაჟკაცობაც, სინდისიც და ნამუსიც!” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პოპულალურები