LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიბინძურის შემხედვარე შეიძლება, კაცმა ხელი ჩაიქნიო ექიმობის ტვირთის ტარებაზე და წახვიდე“ – ლევან ხარაშვილის ემოციური პოსტი

53

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი და გადაცემის „ექიმები“ წამყვანი ლევან ხარაშვილი „იაშვილის კლინიკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მე მეამაყება, რომ იაშვილის კლინიკის ქირურგი ვარ. მეამაყება , რომ იმ ექიმებმა „გამზარდეს” ვისაც ლანძღავენ, წყევლიან და სიკვდილამდეც მიუყვანიათ არაადამიანებს. ამ ადამიანების წყალობით მაქვს იმის პრივილეგია, რომ ბავშვებს ვუმკურნალო და გადავარჩინო. ამ სიბინძურის შემხედვარე შეიძლება კაცმა ხელი ჩაიქნიო ექიმობის ტვირთის ტარებაზე და წახვიდე, სხვა გზა იპოვო ცხოვრებაში, რაც არავის გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, სწავლას, სწავლებას, განვითარებას, ბავშვების მკურნალობას და გადარჩენას…“, – წერს ლევან ხარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები