LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ წუთებში ირაკლი შოთაძეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ხვდებიან

72

ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა დღევანდელ შეხვედრაზე ოჯახის დაზარალებულად ცნობა, საქმის მასალებზე წვდომა, სპეცრაზმელის დასჯა და თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება იქნება.

ჩვენ მოვითხოვთ, დაზარალებულის სტატუსი მოგვენიჭოს და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ვერ ხვდები, რატომ შეიძლება გაჭიანურდეს დაზარალებულად ცნობის პროცესი?!“ განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.