LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ზაფხულს ბალიზე დასვენება უფრო იაფია, ვიდრე ესპანეთში

555

საინტერესო სიახლე მათთვის, ვინც ზაფხულის არდადეგებს ახლა გეგმავს: კვლევებმა აჩვენა, რომ წერს კუნძულ ბალსა თუ ორლანდოზე დასვენება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე იბიცაზე.

travelsupermarket-ის  მიხედვით, ერთი და იმავე დონის სასტუმროს დაჯავშნა, მანქანის ქირაობა, კვება…- ეს ყველაფერი ტაილანდის კუნძულ ორლანდოსა და კუნძულ ბალიზე უფრო იაფი ჯდება.

ოთხკაციანი ოჯახი 800 ევროს დაზოგავს თუ ტაილანდის კურორტ ფუკეტზე დასვენებას აირჩევს კუნძულ მინორკაზე დასვენების ნაცვლად. ასევე 1240 ევროთი ნაკლები დაგიჯდებათ დასვენება, თუ ფლორიდის ნაცვლად იბიცას აირჩევთ.

როგორ ჯდება ეგზოტიკური არდადეგები უფრო იაფი, ვიდრე ხანმოკლე ტურები?

“ხალხი ფიქრობს, რომ მათი მოგზაურობის ბიუჯეტი მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზს გასწვდება და დიდ-მანძილზე მოგზაურობა უფრო ძვირი დაუჯდება. ასევე ისინი ფიქრობენ, რომ არასტაბილური გაცვლითი კურსის გამო, მოგზაურობა კიდევ უფრო ძვირი ჯდება…”, – განაცხადა “ტელეგრაფთან” ექსპერტმა ტურისტულ საკითხებში, ემა ქოლსერსთმა.

თუმცა, მისი თქმით, ვინც ამას ფიქრობს ცდება: წელს ძალიან ბევრ ადგილზე, მათ შორის ეგზოტიკურ კუნძულებზე, დასვენება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე მოკლე ტურები.

ბალიზე და ორლანდოზე, წელს ყველაზე მასშტაბური ფასების ვარდნა დაფიქსირდა. 2016 წელთან შედარებით, წელს ბალიზე დასვენება 16 %-ით იაფი ჯდება, ხოლო ორლანდოზე 11%-ით იაფი.

ამასთან აგვისტო ინდონეზიაში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი თვეა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები