LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაღლების ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 1 ადამიანი დაიღუპა

54

თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივების განცხადებით, ამაღლების ქუჩაზე მდებარე თონეში მომუშავე ორი ქალი უგონო მდგომარეობაში დღეს დილით იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილია, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები