LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილების ძუძუთი კვება გაუძნელდა

372

ცოტა ხნის წინ ამერიკული Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური ჯორჯ და ამალ კლუნებს სტუმრობდა. გაირკვა, რომ რედაქტორმა თავად ჩაწერა ინტერვიუ ამალ კლუნისთან, რომელიც ჟურნალის ახალ ნომერში დაიბეჭდება. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ცნობილი ადვოკატის ახალი ფოტოები, რომელიც ენი ლეიბოვიცმა გადაიღო და სადაც კლუნი ვარდისფერ კაბაში პოზირებს.

ინტერვიუში ჯორჯ კლუნის მეუღლემ ოჯახსა და შვილების აღზრდაზე ისაუბრა. 40 წლის ადვოკატი ამბობს, რომ ტყუპების დაბადების შემდეგ მას უამრავი თავსატეხი გაუჩნდა, ყველაზე მეტად კი ძუძუთი კვება გაუძნელდა: „ისინი ორნი არიან, ამიტომ ძუძუთი კვება საკმაოდ რთული გამოდგა. უამრავი მოწყობილობა შევიძინე, რათა ეს პროცესი გამეადვილებინა“, – განაცხადა ამალ კლუნიმ.

ამალის განცხადებით, ტყუპები უკვე ლაპარაკს იწყებენ და ძალიან კომუნიკაბელურები არიან. ამავე დროს ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიუხედავად ოჯახური სირთულეებისა, ჯორჯ და ამალ კლუნი მაინც ახერხებენ თავისუფალი დროის გამონახვას და ეს მათ საქმიანობას ხელს არ უშლის.

ინტერვიუში ამალმა პაპარაცებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ გამოჩენას ყოველთვის გაგებით ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები