LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი და ჰილარი კლინტონი თმის შეჭრისთვის 600 დოლარს იხდიან

63

ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რომელი სალონის მომსახურებით სარგებლობენ ვარსკვლავები. ჯორჯ კლუნის ცოლი პაპარაცებმა ნიუ-იორკში სილამაზის სალონ John Frieda-ში დააფიქსირეს, სადაც მას თმა ცნობილმა სტილისტმა ნორმანმა მოუწესრიგა.

„სალონში ამალი ყველამ შენიშნა, მაგრამ ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ მისი იქ ყოფნა. ამალი თავს თავისუფლად გრძნობდა, გასასვლელთან კი მას „მერსედესი“ ელოდებოდა,“ – ამბობს თვითმხილველი.

ნორმანი ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი კლიენტია ჯულია რობერთსი, სოფია ვერგარა, სარა ჯესიკა პარკერი, ჟიზელ ბიუნდხენი.

მანამდე კი პრესა ჰილარი კლინტონის ვარცხნილობაზე წერდა, რომელიც თმის მოწესრიგებისთვის ასევე 600 დოლარს ხარჯავს. კლინტონი სილამაზის სალონ John Barrett-ს სტუმრობს, რომელიც სავაჭრო ცენტრ Bergdorf Goodman-ში მდებარეობს, მანჰეტენზე.

20160401-amal1

20160401-amal3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები