LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი გადაღებებზე ყვავილებიანი ჯინსითა და სექსუალური ტოპით გამოჩნდა (ფოტო)

69

ამალ კლუნი სპეციალურად ჩავიდა ლოს-ანჯელესში ჯორჯ კლუნის მოსანახულებლად. მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს და ამალმაც გადაწყვიტა, მისთვის სიურპრიზი მოეწყო. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა 38 წლის ამალს გადასაღებ მოედანზე ვხედავთ.

კლასიკური სტილის მოყვარული ამალი ამჯერად უცნაური იმიჯით მოგვევლინა. ცნობილ ადვოკატს ყვავილებით დაპრინტული რეტრო სტილის ჯინსის შარვალი ეცვა. სექსუალურ ტოპსა და სათვალეებში ამალი შეუდარებელი იყო. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა ცნობილი წყვილის რომანტიული ფოტოებიც გადასაღები მოედნიდან. ამალმა ლოს-ანჯელესში ჯორჯ კლუნის საყვარელი ძაღლიც ჩაიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები