LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი ლიბანელ გოგონებს დაეხმარება, განათლება სომხეთში მიიღონ

45

ამალ კლუნიმ ფონდ 100 Lives-თან და საერთაშორისო სკოლა UWC Dilijan-თან ერთად დაარსა სტიპენდია, რომელიც ყოველწლიურად დაფარავს 1 სტუდენტის ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამას. სწავლის დასრულების შემდეგ კი სტუდენტი მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც საშუალებას მისცემს, სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

„სტიპენდია დაეხმარება ახალგაზრდა ლიბანელ ქალებს, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. სხვადასხვა კულტურას შორის ცოდნის გაცვლა და საზღვარგარეთ ცხოვრება ყველასთვის ძალიან საინტერესოა. მადლობელი ვარ ფონდის “100 Lives” იმისთვის, რომ საშუალება მომცეს, დავხმარებოდი ამ ჭკვიან, ახალგაზრდა ქალებს,“ – ამბობს ამალი.

სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელიც წარმატებული მოსწავლე იქნება, ამასთან – ადამიანის უფლებებით და საერთაშორისო პრობლემებით დაინტერესდება. პირველი სტიპენდიანტი პამელა ტებჰრანი გახდა,  იგი კლასის საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა და გეგმავს, ქალების უფლებები შეისწავლოს და დაიცვას.

ფონდ 100 Lives-ისა და კოლეჯის UWC Dilijan თანადამფუძნებელი რუბენ ვარდანიანი ამბობს, რომ ამალ კლუნი არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქალისთვის სამაგალითოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები