LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი ქუსლებზე უარს ნავშიც ვერ ამბობს

60

სანამ ვარსკვლავების ერთი ნაწილი ვენეციის კინოფესტივალს ესწრება, ჯორჯ და ამალ კლუნები კვლავ რომანტიკულ ვახშმებზე დადიან.

პაპარაცებმა წყვილი ვენეციაში დააფიქსირეს. სწორედ აქ გადაიხადეს სამი წლის წინ მათ გრანდიოზული ქორწილი.

ამჯერად ამალი თეთრი კაბის ნაცვლად შავ კორსეტში და ასიმეტიულ ქვედა ბოლოში გამოწყობილი გამოჩნდა. ფეხზე ტრადიციულად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც, როგორც ჩანს, დისკომფორტს არც ნავით გასეირნების დროს უქმნის. როგორც ყოველთვის, ჯორჯი მუდმივად საყვარელი მეუღლის გვერდით არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები